სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 05/29 - 01
20.04.2026
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდეს ბაკალავრიატის სტუდენტთა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია.
2. კონფერენცია ჩატარდეს ორ ეტაპად. კონფერენციის პირველ - საკათედრო ეტაპზე გამარჯვებული სტუდენტები (მაქსიმუმ თითო სტუდენტი ერთი კათედრიდან) მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციის მეორე - ფინალურ ეტაპზე.
3. სტუდენტებმა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო ნაშრომები შესაბამის კათედრაზე უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 19 მაისის ჩათვლით.
4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კათედრებზე, კონფერენციის პირველი - საკათედრო ეტაპი ჩატარდეს 2026 წლის 20-23 მაისს.
5. კონფერენციის მეორე - ფინალური ეტაპი ჩატარდეს 2026 წლის 27 მაისს.
6. კონფერენციაში ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი - 625 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
ბ) II ადგილი - 375 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
გ) III ადგილი - 250 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ ექვემდებარება განხილვას.
4. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
გ) პროფესორი იური ანანიაშვილი
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი
ე) პროფესორი სიმონ გელაშვილი
ვ) პროფესორი ნუგზარ თოდუა
ზ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
თ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
ი) პროფესორი დავით ნარმანია
კ) პროფესორი ლევან საბაური
ლ) პროფესორი დემურ სიჭინავა
მ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი
ნ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე
ო) პროფესორი თეიმურაზ შენგელია
პ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
ჟ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი
რ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - დეკანის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)
5. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია